პალიტრების ბუდე - sim lyrics
დღესაც იაპონურ ბაღს ვესტუმრე, მარტოსული ეგზორცისტი
გზად ვარდისფერი პიონებიც მოვიპარე, მარა
ბოლოს სულში აღარ ჩამისახლდა ეგოისტი
ვიგრძენი რა, რაოდენ შემომაკლდი, ო დრო პატარა
ამ წამსაც ვერ ვიპოვნე სიგარეტის ამომტანი
მეც გარეთ გასვლას გვიან ვერიდები, ასაკია
რადგან ეს წამალიც როდის გათავდება, რავი
მთვარის შუქზე ნაწამები სულნი სად დადიან?
რამდენი მოსაყოლი დამიგროვდა, ანნა*ბელ
რამდენი ახალი გაფიქრება გაგანდე
როგორ დავიცალე, ავივსე, ან გავმაზე
ბოლო ჭიქის წინა გაგიჟების სათავე
ოთხშაბათს გაგიცანი, თურმე იყო წვიმა გრიმით
ხუთშაბათს შეგიყვარე
პარასკევს კი დაგკარგე
ამ შაბათ*კვირამ მიმატოვებინა სახლი მშვიდი
და ჩემი ოთახის მოგონებაც განკარგე
ახლა უფრო ნაკლებია ჩემი შეცდომები
გამოსწორების ეტაპი მაინც მიძნელდება
სანამ აკრძალულ ნაყოფის ღიმილით ვეტანები
სხვადასხვა ლოკაციებზე მითენდება
ალბათ კოცნაც დაასრულე
უცხო პეიზაჟებს ხატავ
მე კი ისევ ამ ილუზიებს ვუსადკავებ
ვიცი, ბევრად წინ ვარ, ვიდრე ვიყავი ოდეს
მაგრამ ამ ყველაფერს მინდა ვუნმარტავდე
თბილისის წლებზე ვდარდობ ხანდახან ცივი მზერით
მოგონების უჯრებს აღარ ვაღებ უშენოდ
რაოდენ ადრეა და თან რაოდენ გვიანია
რომ საკუთარ თავს ახლა რამე მცირე ვუშველო
საპნის ბუშტებშია თავდაყირა დედამიწა
და მზის ჩასვლაც მასში შენს მარტის ზღვას მაგონებს
დღეს დილით გაქცევის სურვილებმა კვლავ დამაღონა
მაგრამ ვეღარ ვიტან მიტოვებულ ვაგონებს
კაფე დე ფლორში ერთი წამითაც აღარ მინდა
ოცნებები დავიკიდე, რაც წარსულთან მაკავშირებს
შემოდგომის პარიზსაც დაედო მტვერი …
ცოტა ხანი მჭირდება, რომ მოვშორდეთ ამ ძველ კავშირებს
ვარდების ბაღში უკვე აღარ იპარავენ ვარდებს
ობლად ვტოვებ ყველა არ მოპარულ კესანეს
სანამ იაპონურ ბაღში სპირტით ვშველი დარდებს
ვამბობ: ეს ლიშენიაც ჯერ არის მესამე
თუ ველოდები ზამთარს
რომ ვიყო მარტოსული
ახლა დავდივარ კარკარ
არ არის მართებული
ეს პალიტრების ბუდე
სულ ერთი ტარიანი
ყავა და კონიაკი
სიჩუმით მანიაკი
Random Song Lyrics :
- second child, restless child - 2022 remaster - the oh hellos lyrics
- she just wanna be you - ned dylan lyrics
- fun & forget - ssj twiin & thekidace lyrics
- buried deep - kill shelter lyrics
- no guts no glory - elliott power lyrics
- joy somewhere - tess henley lyrics
- late night - nokizzy lyrics
- oblivion - victoria bigelow lyrics
- moon landing (月面著陸) - w0lf(s) lyrics
- african boy - junior gotit lyrics