#represent ep. 26 - sf-x - sf-x lyrics
თუ თავადვე არ შეცვლი შენ ამ მონახაზს, არ მონახავ
* საკუთარ თავს, მაშინ შენ უბრალოდ მონა ხარ
და თუკი შენს დაკარგულ ბედნიერებას უცხოში მონახავ
ჩუ, ჩუ, ჩუ * მასთან შედარებით მონა ხარ
თქვი, რომ თავის’უფალი ვარ მე, ჩემი თავის’უფალი ვარ მე (x8)
კანონმა კანონი კი დააკანონა მაგრამ მე, ვერ დამიწესებ კანონს
მიმიღე როგორიც ვიყავი, როგორიც ვიყავი სხვა დროს
მე ისევ მოვიხმარ ჟარგონს, ბოდიში მე ჩემო კარგო
რომ კვლავ ათას რამეს მოვიხმარ ისეთს რაც კი ეწინააღმდეგება კანონს
მათი გამო*გონილი რუტინა, გრაფიკი,და სამუშაო ადგილი *
ძილი, იღვიძიებ დაღლილი, დაღლილი, მოდიხარ
* მიდიხარ, დაღლილი და ძილი..
დაძინებამდე საწოლთან ბოლთა, და მერე
მოორიგი უსიყვარულო სექსი ისევ იმ პოზაში ცოლთან
ზომბირებული ხალხი, ზოგი ჩინებულად იტყუებს თავს
რომ თითქოს ბრონირებული არის სამყაროსგან ბრო, ეს კლონირებული
და თუკი სისტემა ქართველთან მივა და სისტემა კბილს გაკრავს
ქართველი ქართულად ქართულ დარდიმანდს და ნაღველს სასმელში ჩაკლავს
(ჰაჰ) რეჟიმი კლავს, სისტემა სპობს! რუტინა სუყველას აბავს
საკუთარ მახეში რომელშიც გახვევს შენ*და გიყურებს სახეში
და შენი ცხოვრების ბოლოს, დაღლილი რომ მიხვალ მდინარის პირას (და გძინავს)
სიკვდილი კი არა, რომ არ გიცხოვრია ამაზე ფიქრი გაგყინავს
რომ გქონდეს სახლი როგორიც გინდა, იარო სახით
როგორიც გინდა, რომ იყო ლაღი, როგორიც გინდა
“გაჩუმდი, რას იტყვის ხალხი”
ვიცი გამომდის ფიცხად, მე არ გაგკიცხავ, იცხოვრე უბრალოდ ვინც ხარ
და დაივიწყე გეკიდოს, შეეცი, შეეცი, შეეცი რას იტყვის ხალხი
თქვი, რომ თავის’უფალი ვარ მე, ჩემი თავის’უფალი ვარ მე (x8)
მიწოდე მემატიანე, კალმით კი არა ხმლით ვწერდი
თუ სიტყვას ვინმეს მივცემდი, ფიცს ვდებდი
ვიცავდი ჩემში თავისუფალს, უფალს ვიტევდი
და გიყურებდით თქვენ და ვითმენდი, ვით ღმერთი
რომ ვეღარ გავძელი სიმართლე დავწერე
გამიღეთ სუყველა კარცერი
ნამდვილი კაცები არათუ დაცემით, არამედ სულ აღტაცებით დავძენდით
იმას რო სიმართლეს გაცილებით მეტი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტაა დამცველი
და მეც იმ უმ*ცირესობის რიგებში ჩამთვალე, რომელსაც არააქვს გასაქცევი
თუ და*მამგვანეს კოცონზე კაცს * რომელსაც ცეცხლი უკიდია კი
ცოცხლად დაიწვება კაცი, მაგრამ მთავარია რომ გადარჩება იდეა
მერე ჩემს თავისუფლებით შემსუბუქებულ ცხედარს
თუ დაძრავდე კიდე აქ, ხელში აყვანილს მიმიტან ტაძრამდე “ღმერთო რა სიმშვიდეა”
ისინი აპირებენ მანქანათ რომ მაქციონ, და მათი მოტივია ვიყო სულ უმოტივაციო
მეკი ვეუბნები ყველამ ხელები რომ გაწიონ
და მიზეზები ვიცი რატომ ვერ ვიტან ატრაქციონს
ისინი გვიდგენენ განრიგს და გვინაწილებენ ტარიფს, გვიდგენენ თარიღს
გვახვევენ თავიანთ წესებს, და ინტერესებს, დაგვიწესებენ წესებს
ისინი გვტენიან დილა უთენია ჩაის, შუადღე სადილს გვტენიან
ტენიან ამინდს, მთელი ეს წელია გვიდგენენ გრაფიკს პროცესი გადის
და გამოსავალი თუკია სამარე კუკია სხვა გზა არ არი
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი
მერქვას
თავისუფალი ვარ მე, ჩემი თავისუფალი ვარ მე
თქვი, რომ თავის’უფალი ვარ მე, ჩემი თავის’უფალი ვარ მე (x8)
Random Song Lyrics :
- tierisch verliebt - s-cut & louyd lyrics
- couteau freestyle 1 (ct1) - couteau squad lyrics
- i don't like (spoof president obama dnc speech parody) - alphacat lyrics
- proper education - radio edit - eric prydz vs. floyd lyrics
- my me - t. hardy morris lyrics
- dark days - good old war lyrics
- caustic vs q shinobi - king of the dot lyrics
- stop playing - big bank black lyrics
- godmode - ryan caraveo lyrics
- perły - szary lyrics