xxxii - nick green lyrics
[პირველი ვერსი: ata babadan]
რაც გვამშვენებს, ეს ყოველი წელია
და რაც არ გვაჩერებს -ეს სავსე ფურცელია
ჩემი ლოგიკა სწორი ტექსტები მეტად ვრცელია
და რაც გვაერთიანებს -ეს ერთი ფერია
დარღვევა ნამდვილი ერთობის შეუძლებელია
და მწვანე ოჯახი შეუჩერებელია
ჩვენი ნაბიჯების სიჩქარე აუჩქარებელია
ნაბიჯ-ნაბიჯ ბაბილონის თავზე დროშა ჰფენია
ჩვენი ისტორიები დაუჯერებელია
და ჩვენი ქვეცნობიერი აუარებელია
ნაბიჯ-ნაბიჯ გაგნებული შეუდარებელია
ჩემი ფერია -ინდიგო, ჩემი აურა rebel ია
ჩამოდის სხივები მზიდან, სხვების დილა ბნელია
ამ ცაზე ხედვა ძნელია უკვე ბევრი წელია
ნახე ცხოვრების წიგნი, ცხონების ნიშა, შენი ჯერია
მზის სხივი კრამიტის ნაპრალში -ეს ჩემი ჭერია
(ჩემი ჯერია)
[მეორე ვერსი: nick green]
ბოთლით ვეწევი ხალხს -კანიბალი
ზურგით ვათრიეთ ვიეტნამი
ჩემი ოცი გდია ძირს ველოდები
ასს წინათ დევს მარა თუ გახსნი
მე ასთერთმეტი და ვთქვი შენ ასთორმეტს და უცდი
მარგინალი პრინცი
მოვედი წავიღო რაც ვიცი
ჩავალაგე თბილი ტანსაცმელი აქ სიცივეა
ვიღაც ხიდზეა ავანთებ სანთლებს
ჩემი ისრები სამზეა, ფოსტა ცხრამდეა
რასაც ვაპირებ ოცდაათჯერ ერთი წამით ადრეა
შეცვლილი მისამართები
შლიან ხელებს როცა შენი წესები ტოვებენ მშიერს
რა დამაძინებს ვეძებ გარანტიებს
gps იპოვის რასაც ააცილებს ხელი
[მესამე ვერსი: ras green]
უკვე ვხედავ, ნაგა მულას
თავზე თურბანს, პრითვი მუდრას
დილის შვიდზე პადმასანაში
როგორც ბიტზე
ემპრესის ხელით სახლის ლუკმა
ჭიქა თუთა
დიდება უფალს
ლომი ბოკვერებთან ერთად,სიმინდის კვალში
არავისზე მაღლა არავისთან ვალში
ქენი როგორც გინდა შენ
მაგრამ არ დაირქვა მწვანე
სიყვარული ჩემს სახლში
სტუმარს გარეთ არ გავუშვებ ღამე
მახსოვს მიფურთხებდი გზაში
შენს ჭრილობებს არ ვეძებ
უკბილო გლეხი ნერგის დატოვებასაც შევძლებ
მოვირგებ მოსარგებს, მოვიგებ მოსაგებს
დავდებ დასადებს, დავწერ გასაღებს
მივაგნებ გასასვლელს კარს დავტოვებ ღიას
არ ვაპირებ უკან დაბრუნებას
მწვანე დროშა ცაში ელოდე
კვიპაროსის გახუნებას
თავფარავნელ ჭაბუკს ფსკერი
ვერ შეჰკადრებს ჩახუტებას…
Random Song Lyrics :
- rain ii - k-boyd (kyote boyd) lyrics
- ngược lối yêu - vicky nhung lyrics
- september 14th - whoiszari? lyrics
- nicht genug - acetrex & sevko lyrics
- moquette - seb lyrics
- japan - cypher flo! lyrics
- the carol 3.0 - artms lyrics
- インフェルノ (inferno) - 春ねむり (haru nemuri) lyrics
- the laying of limbs - various artists lyrics
- w - nadecrew lyrics