lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

იაგანი / iagani - koleqtivi lyrics

Loading...

ჩემთან ერთად ბოლთის ცემას
არჩიე სხვა მიზანსცენა
ვართ ვანდალები
შენს პირბადეში გავები

დავიმალები
ვიდრე გაახელდე თვალს

კარგად მახსოვს ბავშვობაში
გემზე მოვკვდი ზოოპარკში
ატრაქციონზე მხოლოდ შენ
გიზივარ გვერდზე

და ალალბედზე
ჯერაც არ გაბეზრებ თავს

აი, ნახავ
ან დღეს, ან ხვალ
შენ ტიროდი გამარჯვების დღეს
ათას ცხრაას ორმოცდახუთ წელს

ისევ ჩანხარ
არ გამხდარხარ
ალაგებულია ლოგინი
გამზეურებული ლეიბი
ახლაც თან ხარ
და ხან არ ხარ

ვიღიმოდი იმ საღამოს
რა იღონე, აღარ მახსოვს
ვხედავ მომავალს
ჩემი შვილი შენ რომ არ გგავს

ადრიან დილას
გავიტან გარეთ ნაგავს

Random Song Lyrics :

Popular

Loading...