260-6 - kay-g lyrics
[პირველი ვერსი]
აჩქარებული პულსი, ტარაკნები პურში
უფრო ვიწრო მეჩვენებოდა ეს დარაბები გუშინ
ალბათ შეეჩვია თვალი, ყველაფერი ხო შეჩვევაა
დამესიზმრნენ ძმაკაცები, მითხრეს “რაგინდა შეჩემა აქ”
არ ვიცი რა ხდება გარეთ, მაგრამ რაც არ უნდა თქვან
ვიცი მართალი ვარ მშობლებთან და საკუთარ თავთან
სულ მეუბნებოდნენ “ყველაფერს უნდა გაუძლოს კაცმა”
მაგრამ სამუდამოდ ამ გალიაში არ მსურს და რა ვქნა
როგორმე უნდა დავუძვრე ამ აბსურდს და მარაზმს
შევცდი აწი ჩემი ნებით თავს არ დავუკრავ ჯალათს
მე ეს კედლები და სიცივე ვერ გამაბოროტებს
ასეთი ვიყავი სულ, ასეთი წავალ ბოლო დღეს (ამინ)
[მისამღერი]
ისევ ვეძებ სამართალს
სხვისას არ შევხებივარ, სხვას უნდა რომ წლები წამართვას
როცა ეჯახები დიდ ძალას, იქ კამათი კარგავს აზრს
ილუზიონისტი ჯიბიდან მიღებს იმას რაც არ მაქვს
ისევ ვეძებ სამართალს
სხვისას არ შევხებივარ, სხვას უნდა რომ წლები წამართვას
როცა ეჯახები დიდ ძალას, იქ კამათი კარგავს აზრს
ილუზიონისტი ჯიბიდან მიღებს იმას რაც არ მაქვს
[მეორე ვერსი]
აჩქარებული პულსი, ტარაკნები საწოლში
რას არ დათმობდა დედა, უვნებელი რომ მნახოს შინ
ზედიზედ უკვე მერამდენე ღამე მათენდება
არ ვხუჭავ თვალს რომ არ გამახსენდეს სახე რომელიც ბრალს მე მდებდა
ნეტა იმათ როგორ ძინავთ ღამე, ნეტა იმათ როგორ ძინავთ ღამე
უდანაშაულოს დაღუპვაში აღებული ფულით ოჯახს ინახავენ
ჭიქას აწევს მიუჯდება სუფრას, ყელზე როგორ არ ადგება ლუკმა
ხსნის სხდომას, არც აფასებს სურათს, გამოიტანს განაჩენს და ხურავს
მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება
თუ მომიწევს ის სასჯელი, ეს მუხლი რასაც მპირდება
ჩემს გოგოს ვეტყვი “ჩვენს შორის კონტაქტი აღარ იქნება”
და დავუკიდებ ყურმილს, სანამ ატირდება
[მისამღერი]
ისევ ვეძებ სამართალს
სხვისას არ შევხებივარ, სხვას უნდა რომ წლები წამართვას
როცა ეჯახები დიდ ძალას, იქ კამათი კარგავს აზრს
ილუზიონისტი ჯიბიდან მიღებს იმას რაც არ მაქვს
ისევ ვეძებ სამართალს
სხვისას არ შევხებივარ, სხვას უნდა რომ წლები წამართვას
როცა ეჯახები დიდ ძალას, იქ კამათი კარგავს აზრს
ილუზიონისტი ჯიბიდან მიღებს იმას რაც არ მაქვს
Random Song Lyrics :
- down & out - gucci mane lyrics
- плохо или хорошо (bad or good) - $kinnykk lyrics
- pırlanta albüm şarkı sözleri - demet akalın lyrics
- ao vento - zaarela lyrics
- crusty søcks & dreadløcks - nø_øne lyrics
- let me love you (instrumental) - gavin mikhail lyrics
- sparrow - gabby's world lyrics
- drømmen & virkeligheten - jns lyrics
- loving - ben nichols lyrics
- clockwork 1971 - jacket lyrics