tsetskhli ukidia kvelafers - erekle deisadze lyrics
[verse 1]
ფიქრები ამინდზე და ცარიელ მაცივარზე
შიმშილზე გაკრულები ვართ, როგორც ღმერთი * ჯვარზე
როგორც ჯვარი * მთაზე
როგორც მთა * მიწაზე
როგორც მიწა * კაცზე
ისე კაცი * ვალზე
[hook]
ცუდი ფიქრების გამო რომ იჭერდნენ
ალბათ მეც ჩამაყუდებენ ციხეში
ფაქტებად მერე ლექსებს ამომიღებენ
თავისუფლება კვდება სიღარიბეში
ცეცხლი უკიდია ყველაფერს
ცეცხლი უკიდია ყველაფერს
რატომ ვერ შვებიან ვერაფერს?
რატომ ვერ შვებიან…
[verse 2]
ამ უსახური შენობების მიღმა მდგომს
აფეთქება მეწყებოდა თვალებში
ბავშვობიდან ომობანას ვთამაშობ
დროის და სივრცის ინტერვალებში
ქვეყანა გაღარიბდა, დაკარგა ძალა ყნოსვის
ხალხს აღარ ჯერა ბოსის, არცერთი ბარბაროსის
აქედან მაღლა რომ ზის, სამების კალატოზის
რომელმაც იცის გემო ახალი მეტამორფოზის
[hook]
ცეცხლი უკიდია ყველაფერს
ცეცხლი უკიდია ყველაფერს
რატომ ვერ შვებიან ვერაფერს?
რატომ ვერ შვებიან…
ცუდი ფიქრების გამო რომ იჭერდნენ
ალბათ მეც ჩამაყუდებენ ციხეში
ფაქტებად მერე ლექსებს ამომიღებენ
თავისუფლება კვდება სიღარიბეში
ცუდი ფიქრების გამო რომ იჭერდნენ
ალბათ მე ჩამაყუდებენ ციხეში
ფაქტებად მერე ლექსებს ამომიღებენ
თავისუფლება…
Random Song Lyrics :
- richtig welle 2* - milonair lyrics
- set up ting - ellse lyrics
- i worn my elbows - ivor cutler lyrics
- lagunu talu - decayed farmhouse - anu taul lyrics
- wheelz - papa cruse lyrics
- let me go - matthew dworak lyrics
- morada cabocla - boi garantido lyrics
- dear future me - vanzide & euxthefreshman lyrics
- random song - lieu lyrics
- eden - bloom line lyrics