lirikcinta.com
a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 #

kofierebis autaneli sidzulvili - dagdagani lyrics

Loading...

სიძულვილის სახლი აწვება ქალაქის ცენტრს
როგორც მალთაშუა დისკი ხერხემალზე ნერვს
ერთ*ერთ ბინაში დღეს ვინმეს ცოლი მოკვდება
ან ქმარი მთელ ძალით ფანჯრიდან გადმოხტება

აქ კარს სამჯერ კეტავენ რომ გაეცალონ ხალხს
სვამენ ყოველდღე რომ სარკეში ვერ ცნობდნენ თავს
მხოლოდ ერთი ამბავი გაუგებარია
თავს როგორ არ იკლავს ის ვინც ჯერ ცოცხალია

აქ ყველა საშინელ სკივდილით მოვკვდებით
და მეგობრებს წამითაც არ ვემახსოვრებით
გაივლის ჩვენი ცხოვრება სულ მთლად ტყუილად
გამზადებული ნაგავში გადასაყრელად

პირველ სართულზე ნასვამი ნეკნებს უმტვრევს ცოლს
ცოლი საქორწინო კაბით ქმრის ძმაკაცს უწოვს
ბავშვი ტირის შეშინებული ვერ ჩერდება
და ყველა სიკეთე მიწასთან გასწორდება

ყველას ერთმანეთი არსებით ეზიზღებათ
და მხოლოდ სხვის ზიანით გრძნობენ საკუთარ ფასს
ისიც კი არ არის რომ ვინმეს ვინმესი შურს
ყველას პირველ რიგში საკუთარი თავი სძულს

აქ ყველა საშინელ სკივდილით მოვკვდებით
და მეგობრებს წამითაც არ ვემახსოვრებით
გაივლის ჩვენი ცხოვრება სულ მთლად ტყუილად
გამზადებული ნაგავში გადასაყრელად
პრინციპები არ არსებობს ღმერთიც არ არის
მხოლოდ სიძულვილი სხვისი მიმართულებით
ყველას მიმართ ვისი დამსახურებით ვართ ასე
და სულ ვმღერით ყოველ დღე ერთ განწირულ ხმაზე როგორ

აქ ყველა საშინელ სკივდილით მოვკვდებით
და მეგობრებს წამითაც არ ვემახსოვრებით
გაივლის ჩვენი ცხოვრება სულ მთლად ტყუილად
გამზადებული ნაგავში გადასაყრელად

გაამზადეთ ერთი დიდი ნაგავსაყრელი
რომელშიც ჩვენ ერთმანეთში ავიზილებით
ღამე მოვა მშვიდი ცაში ვარსკვლავებით დაწერს
რომ ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო ასე

Random Song Lyrics :

Popular

Loading...