shemodgomamde / შემოდგომამდე - bagalv lyrics
lyrics:
hook
რამდენი სევდა, ვერ გავიბათილე
ცოტა კარგი სინატიფე ჩვენც გვინაწილე
რამდენი დრო * დასასრულისკენ მივაცილე
შემოდგომამდე გავქრები ვიდრე ზამთარი მომინადირებს
მე ვარ სუნთქვა ამ ბილიკებიის
გასავლელი, კარი ლაბირინთების
თვისება ტკბილი, სიმწრის მინიჭების
აბა თუ იპოვი თავს ამ ლირიკებში?…
verse * (bagalv)
ერთხელაც ამოიფრქვევა მიძინებული სიმართლე
და დაეცემა ყველას მისი შავბნელი ფერფლი
ალბათ ეს ის არ იქნება, რაც აქამდე ვინატრე
ყველაფერს ვართულებ, მაგრამ სიმარტივეს ვეტრფი
არ მიყვარს ქაოსი, მევასება მშვიდი ტაატით ბაასი…
თუ მეყოლებოდა ერთი და ნამდვილი, რად მინდა სხვა ასი?
რამდენი გაოცდი * იმდენი აალდი, ბავშვობას ვერ გააცილებ!
ვისაც ვერ დავაფიქრებ ცოტას ხო მაინც გავაცინებ
შენ ცხოვრებას თუ დაეტყო, მცირედი ჩემი არსებობა?
დავიხიე უკან, რამდენიც მივედი * ვერვინ სარგებლობდა
პრობლემებმა იმატა მძლავრად და იმედი მერმისს არ ყვებოდა
არაშენებურ წამს, რომელსაც იჭერდი, ცვეტში არ გეცნობა
ვკითხულობ ლექსებს და მეც სევდა მეცემა წვეთებად
წამიერი შეხება, სამყარო ჩერდება, უკუნი თენდება
სამყარო დიდად კიდევ ფეთქდება, ვარ ელვა ქარიშხლის
მეუბნებიან, რომ ჩამკიდეს ხელი * არადა მეც გავიშვი…
bridge * (salome)
მე ვგრძნობ მე მცივა…
გავაგრძელებ გზას
ფერს შობ შენ, ვფიცავ
მე ვეკუთვნი შაავს
ვერ ვთმობ ვერც მივალ…
ვერ ვიპოვი სხვას
ვერ ვგმობ ვერც ვიცავ
მე გაგანდობ თავს…
hook
რამდენი სევდა, ვერ გავიბათილე
ცოტა კარგი სინატიფე ჩვენც გვინაწილე
რამდენი დრო * დასასრულისკენ მივაცილე
შემოდგომამდე გავქრები ვიდრე ზამთარი მომინადირებს
მე ვარ სუნთქვა ამ ბილიკების
გასავლელი, კარი ლაბირინთების
თვისება ტკბილი, სიმწრის მინიჭების
აბა თუ იპოვი თავს ამ ლირიკებში?…
Random Song Lyrics :
- skit blind - sogdee lyrics
- moment - erdo lyrics
- annihilation - god analog lyrics
- never let her go (reinvented) - project vela lyrics
- test - spyres lyrics
- awesome god - nike adegoke lyrics
- you won't be here - eric zaccar lyrics
- med dig - ant wan lyrics
- mirrorman - warwick smith lyrics
- мальчик (the boy) - 25/17 lyrics