gautekhelia - afandel lyrics
lyrics
1prehook/hook:
მე ვერ ჩამძირავს მძინარე-მდინარისებური კამანდა, მასაა
სტრესგაუმტარი გახლავარ წინაღობა ვეღარ ღობავს სავალს
ანარეკლი ვარ ისევ იმ აfანდელის
მზერით ვდგავარ
მუდმივად აშკარა, პირდაპირი ვარ არაფერს აღარ ვმალავ!!
გაუტეხელიააა წადილი ჩანაფიქრის
უთქმელად მინდააა დავტოვო რას განვიცდი
არ მოვიცვლი ფეხს სანამ ჩემსას გავიტან
მსურს დავამკვრიდო ჩემი დრო და ჟამი აქ
მსურს დავამკვიდრო ჩემი დროოო…. და ჟამი აქ!
1verse:
მაშინ როცა არავინ ითხოვდა ამომეღო ხმა
მაინც მაიძულებდა სამყარო რამის თქმას
თვალწინ ქრებოდნენ მე თუ ვაჩვენებდი ხსნას
და როცა ძირს ვეცემოდი, არ ვკარგავდი თავს!!
ვუტევდი ფურცლებს თან ვტოვებდი სულგრძელს, თითქოს უძგერდა პულსი ამ მუზებს, ურხევი, ულევი მარაგის ფუძე, დატოვებ იცი საუკუნესაც უძლებს!!
უკვდავყოფილად ვნათლავდი სტროფებს, ვხვდებოდი მომენტს ანუ ვეგებებოდი, ქრებოდა ქაოსი ჩნდებოდა მოტივი კვლავინდებურად შევჩეხებოდი
არ მსურს მადარონ ვინმეს ან რამეს
(შე)მადარონ წარსულის საკუთარ თავს
მე კონკურენტად მივიჩნევ ერთადერთს
რომელიც მისწორებს სარკეში თვალს!
ვეძებ ღამის ძალას დილის პირას
რაც გადგმევინებს მთებს თან
უყოყმანოდ წირავს ქუსლების ტყავს
და გაპყრობინებს მწვერვალს
არ იშურებს ბიძგს, ცოტაოდენ ფიცხს
პიკში შემოგეპარება მაგმა მუღამს იგემებ წვის
შთაბეჭდილება გათვიცნობიერებულ იქნა
რომ ჩემი ჩანაფიქრები ცოცხლად იქცა
რომელ ერთს უგემია აბა გამარჯვება
თუ იგი ერთხელ მაინც არ წაიქცა…..
2prehook/hook:
მე ვერ ჩამძირავს მძინარე-მდინარისებური კამანდა, მასა
სტრესგაუმტარი გახლავარ წინაღობა ვეღარ ღობავს სავალს
ანარეკლი ვარ, ისევ იმ აფანდელის
მზერით ვდგავარ
მუდმივად აშკარა, პირდაპირი ვარ არაფერს აღარ ვმალავ!!
გაუტეხელიააა წადილი ჩანაფიქრის
უთქმელად მინდააა დავტოვო რას განვიცდი
არ მოვიცვლი ფეხს სანამ ჩემსას გავიტან
მსურს დავამკვრიდო ჩემი დრო და ჟამი აქ
მსურს დავამკვიდრო ჩემი დროოო…. და ჟამი აქ!
2 verse:
ვხედავ! დაუღალავ ლაქლაქს!
ატრიალებენ ენებს!
მაგრამ ვერ ვხედავ ვერცერთ! მათგანში რამის შემქმნელს!
რომ იყვნენ საქმის შემძლე!
გააკეთებდნენ დღესვე!
უმაქნისობის ფესვებს!
აბავენ როგორც ქსელებს!……
მითხრეს სქაია ლიმიტი, ვუმტკიცებ
მაღალი უფრო
გიკვირთ არ გგავართ თქვენ
ვიცი გჯობივართ უხმოდ
თუ აქ ბადალი მხვდება, კარს ვახურინებ უხმოდ
მე თუ ვაბნელებ აქ, შენ ვერ გიშველის “ლუმოს”
თუ ვუარობ ნაბიჯის გადადგმას ყოველთვის ვიპოვი სხვადასხვა მიზეზს
და თუ მომწყურდება წინსვლა დავჯერდები სულ მინიმუმ მცირედს..
რომც გადამიჭრან ყველა წყარო-ხიდი
მწვერვალის ტოპზე ავალ და ჩემსას ვიტყვი…
3hook:
გაუტეხელიააა წადილი ჩანაფიქრის
უთქმელად მინდააა დავტოვო რას განვიცდი
არ მოვიცვლი ფეხს სანამ ჩემსას გავიტან
მსურს დავამკვრიდო ჩემი დრო და ჟამი აქ
მსურს დავამკვიდრო ჩემი დროოო…. და ჟამი აქ!….
Random Song Lyrics :
- don't feel sorry for me - jimmy ruffin lyrics
- stripes [prod.c fre$hco - forghetto lyrics
- my we dwoje i tylko blant płonie 2 - t.w.r. lyrics
- ya me muero por ti - alegres de la sierra lyrics
- i will be released - john nolan lyrics
- wrong again - jules shear lyrics
- friki - nargen lyrics
- cizí zeď - onemanshow foundation lyrics
- cachafaz - parasyche lyrics
- aqui hay cienes - indy flow lyrics